სამოთხის კარიბჭე მომავალ წლამდე დაიკეტა :(


“ აღდგომის  დღეებში გარდაცვლილი ადამიანი სამოთხეში  ხვდება , მიუხედავად  იმისა , იგი ცოდვილია თუ  წმინდანი .  ჯოჯოხეთის  კარი ჩაკეტილია , ხოლო სამოთხის  კარი ღიაა ყველასათვის ”

რას აღარ გაიგებ კაცი ………..
თურმე აღდგომის დღიდან ერთი კვირის განმავლობაში ვინც გარდაიცვლება სამოთხეში მოხვდება , სამოთხეში უზრუნველად მოხვედრის მსურველებმა ამ პერიოდში სიკვდილი თუ ვერ მოასწრეს შემდეგ წელს უნდა დაელოდონ 😀 კარგად უნდა გათვალო , დაგეგმო სიკვდილი და პრიზი სამოთხეში კუთვნილი სკამი იქნება .

მსუბუქად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს , თან მითუმეტეს მაშინ როცა ამას სასულიერო პირი გაცისკროვნებული სახით (მე ვიტყოდი უფრო ფანატიკური სახით , სახით რომელიც გამოხატავს რომ ამ ადამიანს ყველაფრის სჯერა რასაც ქრისტიანობა უქადაგებს ) ყვება სამოთხის გახსნილ კარიბჭეზე და სამოთხეში მოხვედრას უსურვებს ყველას , სამწუხაროდ სამოთხის კარიბჭე დაიკეტა 😦 გული დამწყდა ისე , ყოფილიყო ღია კიდევ რამდენიმე კვირით , რამდენი ადამიანი მოკვდებოდა გახარებული და ბედნიერი იმითი რომ სამოთხეში ადგილი გაინაღდა 😀

აი ამისი და სხვა მსგავსი სისულელების გამო ხვდები რომ ქრისტიანობა და ქრისტიანული რელიგია უფლის სწავლება კი არა უბრალოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის , „ქურუმთა კასტის“ და მისი მიმდევარი ფანატიკოსი ცხვრების კომერციული პროექტია და დიდი წარმატებით ახერხებს ადამიანები დააჯეროს დაფოტოშოპებული სასწაულების თუ წინა ღამით მირონით ხელოვნურად გაჟღენთილი „სასწაულებრივად“ მირონმდინარე ხატების ღვთაებრივობაში , სააღდგომო ცეცხლი , რომელიც ღვთაებრივი სულაც არ არის , უბრალოდ დიდება წმინდა ფოსფორს ! 😀  რომლის დახმარებითაც ხდება მსგავსი სასწაული , სანთელს უსვამენ ფოსფორს , 10-15 წუთში ის თავისით აალდება და რაღაც დროის განმავლობაში არ წვავს ,  თუმცა ამის ცოდნა ხელს არ უშლის ბევრ ადამიანს თავის ისევ დაიბრმავოს და ამ ყველაფრის სჯეროდეს , როცა ამ და კიდევ სხვა ბევრ სიცრუეს იგებ , ხვდები და აანალიზებ რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია , ნელ-ნელა ქრება შენში რწმენა , როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს და თუ არც ისე დიდი იყო მანამდე და უბრალოდ თავს იტყუებდი მაშინ ხო საერთოდ .
უბრალოდ ერთი წუთით გვერდიდან რომ შეხედოს მოაზროვნე და ოდნავ მაინც განათლებულმა ადამიანმა თავს მიხვდება რამდენად სასაცილოა როცა ამ ყველაფრის სჯერა .

შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო სადაც კარგად ჩანს ფოსფორის მიერ მოხდენილი სასწაული , იწამეთ ფოსფორის ძალა ! 😀

9 thoughts on “სამოთხის კარიბჭე მომავალ წლამდე დაიკეტა :(

    • რომელ მარაზმს ? 🙂 “წმინდა” და “ხელთუქმნელი” მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ხელთქმნილი ცეცხლის და სხვა “სასწაულების” დავიჯერო ?

      • რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ ჩნდება, არამედ სასწაული ჩნდება რწმენისგან 🙂

      • მართალია ძალიან სასაცილო რამეებს ამბობენ ხოლმე, მაგალითად ეს მღვდელი მაგრამ რომ იტყვიან ვისაც გვჯერა გაგვატერეთ 😀

Leave a comment