დაფოტოშოპებული სასწაულები , ონლაინ ლოცვა , გთხოვთ გააზიარეთ და სხვა…



facebook_ი და ზოგადად სოციალური ქსელები აკლებულია ფოტოზე აღბეჭდილი და სინამდვილეში ფოტოშოპში დამუშავებული „სასწაულებით“ , უაზრობამდეა მისული უბადრუკი facebook_ის გვერდების ადმინისტრატორების მიზანი , მოაგროვონ რაც შეიძლება მეტი მოწონება და ამის გამო პოსტავენ სხვადასხვა სახის  „სასწაულებს“  , ზოგს კარგად და ზოგსაც უნიჭოდ შესრულებულს (ყველამ არ იცის კარგად photoshop :)) , თან დართული წარწერით – „ნამდვილი სასწაულია ! გთხოვთ გააზიაროთ , უფალმა დაგლოცოთ !“ .

მერე „ჭეშმარიტი“ მორწმუნეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო სწრაფად და ბევრ ასეთ  „სასწაულს“  გააზიარებს  თუ მოიწონებს , სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით და იმ იმედით რომ ვიღაც მორწმუნე ადამიანად ჩათვლის და კარგი ავტორიტეტი ექნება .

თუ ქრისტიანი ხარ გააზიარე !
თუ ღმერთი გიყვარს გააზიარე !
თუ პატრიარქი გიყვარს გააზიარე !

რამდენად უჭერენ მხარს ამ უაზრობას მართლმადიდებლური ეკლესიის „საჭეთმპყრობელნი“ და ქრისტეს „წმინდა ლაშქარი“  არ ვიცი , მაგრამ ზოგადად ეს გაუნათლებელი და ფანატიზმამდე მისული „ყველაზე მორწმუნეებეეე“ მათი შედევრია , ისინი უნერგავენ ადამიანებს ფანატიკურ რწმენას , გაუაზრებელ ქცევებს , ასწავლიან რომ ფიქრიც კი ცოდვაა , როცა რაღაცას ვერ იგებ უბრალოდ უნდა გწამდეს და მორჩა , არ არის საჭირო ფიქრი , ასე მრავლდებიან „დაზომბირებული ცხვრები“ რომლებიც ძირს უთხრიან და არცხვენენ ქრისტეს სწავლებას საკუთრი ქმედებებით , და რას ამბობენ ამაზე მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ? არაფერს , რა უნდა თქვან , ცხოვრობენ ფუფუნებაში , უზრუნველად და ყველასგან იღებენ პატივისცემას , ყველა მოწიწებით ექცევა , მამაო , მამაო , თავი ალბათ ღმერთები ჰგონიათ , დადიან ძვირადღირებული ჯიპებით , დიდი ღიპებით და სულ არ ადარდებთ ის რომ ქრისტიანობას ჩირქს სცხებენ საკუთარი ცხოვრებით ,საკუთარი აზროვნებით , საკუთარ თავზე ირგებენ საეკლესიო კანონებს და როგორც უნდათ ისე თარგმნიან ბიბლიას , იმის გამო რომ ყველაფერზე კურთხევას ითხოვს მრევლი , ბიბლიის წაკითხვაზეც კი იშვიათ ადამიანს აძლევენ კურთხევას , არ უნდათ რომ გაიგონ რა წერია და როგორ , უნდათ რომ კარგად მართონ საკუთარ ჭკუაზე , არ აწყობთ მოაზროვნე ადამიანები , ეს „ცხვრები“ კიდევ ყველაფერზე კურთხევას ითხოვენ საკუთრი „მწყემსისგან“ , როგორ მოიქცეს , რა გააკეთოს , საკუთარ სექსუალურ ცხოვრებასაც კი მოძღვარი უგეგმავს და კურთხევებს გასცემს რომელ დღეს შეიძლება სექსი და რომელ დღეს არა , აი ამ დონეზე „დაზომბებული“ ფანატიკოსები მოედებიან მერე სკოლებს , უნივერსიტეტებს , სხვადასხვა დაწესებულებებს თუ უბრალოდ ოჯახებს და აზროვნებას უწამლავენ ადამიანებს , საკუთარი იდიოტიზმის და განუვითარებლობის გასამართლებელ არგუმენტად კი სასულიერო პირები და მათი კურთხევები მოჰყავთ , კიდევ იმასაც დაამატებენ საზეიმო ტონით ჩვენ ბევრი ვართ და შესაბამისად მართლებიც ჩვენ ვართ და სწორადაც ჩენ ვაზროვნებთო , ამით სურთ თქვან რომ შენ ერთი როცა რაღაცას ამბობ სხვები , მილიონობით ქრისტიანი საპირისპიროს ამბობს , ანუ თავისი თვი ჰგონიათ მართალი , ესე თუა დედამიწის მოსახლეობის ერთი მეხუთედი(დაახლოებით) ბუდისტია , მაშინ გამოდის რომ ისინი ყოფილან მართლები სწორ გზაზე დამდგარი , რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს , გენიოსები ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობდნენ და სწორედ ამიტომ იყვნენ გენიოსები , ჩვენ , უბრალო ადამიანები , რომლებიც გენიოსები არ ვართ მაგრამ არც „დაზომბირებულები“ ვართ და გახელილი თვალებით ვუყურებთ თვალახვეულ , ფანატიკოს ბრბოს და მის სულიერ თუ პოლიტიკურ ლიდერებს რომლებიც მათით ისე მანიპულირებენ ვერც ხვდებიან ეს „ბრმები“ , ყოველთვის უნდა შეგვრაცხონ სატანისტებად (იქნებ სულაც არ არსებობს ეს სატანა და არანაირი ბოროტი ძალა ამ ფანტიკოსების და მათი ლიდერების გარდა 🙂 ), მკრეხელებად და ღვთის მგმობებად , მერე გაიქცნენ და ჯიპიან-ღიპიან მამაოს კურთხევა სთხოვონ ყოველ წვრილმანზე , სადმე წასვლაზე თუ რამე საკითხის გადაწყვეტაზე .
ტექნოლოგიაც რომ კარგად აითვისეს ესეც თვალშისაცემი გახდა , მომრავლდა რელიგიური გვერდები , ფორუმები , საიტები ,  სხვადასხვა აპლიკაციები .
ამაში ცუდი არაფერიაო იტყვიან ფანატიკოსები მაგრამ  თუ ვირტუალურად ვილოცეთ , ვირტუალურად ჩავაბარეთ აღსარება , ვირტუალურად შევასრულეთ საეკლესიო წესები , მაშინ ეკლესიას საკუთარი ფუნქცია ეკარგება .
ამ მხრივ ჩვენი ერთმორწმუნე რუსი „ძმები“ (როგორც ამას სასულიერო პირები იტყოდნენ) მოწინავეები არიან , ერთ-ერთი ასეთი საიტია – http://claus.msk.ru/

აქ ნახავთ სხვადასხვა ხატებს , მოისმენთ ზრების და ფრინველების ხმას (მოკლედ სამოთხის იმიტაციაა ! :)), წაიკითხავთ ლოცვებს , სანთელსაც კი აანთებთ ვირტუალურად ! 🙂  ტექნოლოგია ერწყმის რელიგიას .

არც ქართველი ჭეშმარიტი მორწმუნეები ჩამორჩებია ერთმორწმუნე რუს „ძმებს“


რელიგიას რომელსაც სჭირდება სასწაულების დემონსტრირება რათა საკუთრი უზენაესობა დაამტკიცოს , ეს რელიგია უკვე უაზრობაა .

51 thoughts on “დაფოტოშოპებული სასწაულები , ონლაინ ლოცვა , გთხოვთ გააზიარეთ და სხვა…

  1. მეც არ მიყვარს ამგვარი ფალსიფიკაციები და წერილების გაგზავნა და დასეარების თხოვნები….არასდროს რც ვგზვნი ლოცვიან ან ისე,რარაც სისულელე კონტექსტიან წერილეს და არც ყველაფერს ვალაიქ-ვასეარებ,თუმცა თავს მორწმუნედ ვტვლი 🙂
    ნუ, ტექნოლოგიების ატვისებასი ცუდს ვერაფერს ვხედავ.

    ცოტა გაბრაზებულ გუნებაზე დაწერილ პოსტს გავს 🙂 ალბათ ნამეტანი სეგაწუხეს ამ გაზიარების თხოვნებით 🙂

  2. “ცოტა გაბრაზებულ გუნებაზე დაწერილ პოსტს გავს ალბათ ნამეტანი სეგაწუხეს ამ გაზიარების თხოვნებით ” – გაბრაზებული სულ ვარ ამ მარაზმზე 🙂 ყოველთვის მაწუხებს ესეთი ფანატიკური აზროვნება და სიბრმავე ყველაფერის მიმართ , გაუნათლებლობა და აზროვნების ნაკლებობა ადამიანებში

    • ეგ მეც მაბრაზებს 🙂 მაგრამ მთლად ისეც არ არის,შენ როგორც აღწერე 🙂

      • რა არ არის ისე ? 🙂
        მე ყველაფერი ვერ ჩავტიე ამ პოსტში , ყველაფერი არ ვთქვი , ისე არ არის როგორც აღვწერე გეთანხმები 🙂 უარესად არის სამწუხაროდ და კიდევ ცოტა რბილი მეჩვენება პოსტი , შევეცადე არააგრესიული ვყოფილიყავი

  3. რწმენის საკითხი ანუ ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან არის ყველაზე ინტიმური რამ ამქვეყნად – უფრო ინტიმური, ვიდრე, ვთქვათ, პირადი ურთიერთობები და, მოდით რა, ნუ ვაქცევთ მას დისკუსიის საგნად. ასეთ “გარჩევებს” ცუდი განწყობის მეტი არაფერი მოაქვს.

    • “ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან” – ალბათ გინდოდა გეთქვა ადამიანს რწმენა ღმერთისადმი , ღმერთთან ვერ იურთიერთობებ , შეგიძლია გქონდეს ურთიერთობა საეკლესიო რიტუალებთან ან სასულერო პირებთან , ღმერთის უბრალოდ გწამს

      დისკუსიის საგანი არის ფანატიკური და არანორმალური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ , ქრისტე ამას არ ქადაგებდა !!!! ბიბლია ამას არ გვასწავლის !!! და რაც დასაგმობია უნდა დაგმო რომ ყველამ კარგად შეუშვას საკუთარ ფანატიკოს თავში (არამგონია რამე ეშველოთ ამ ფანატიკოსებს , ამისთვის აზროვნებაა საჭირო რომელიც მათ არ აქვთ)

      • ზუსტად იმის თქმა მინდოდა, რაც ვთქვი 🙂
        გეთანხმები იმაში, რომ ფანატიზმი ურწმუნოებაზე უკეთესი არაფრითაა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შენი პოსტი მშვენივრადაა დაწერილი, მაინც ვფიქრობ: ფანატიზმისგან განკურნება მასთან დაპირისპირებით შეუძლებელია, ამით მხოლოდ ძლიერდება.

      • 1) მე არაფერს ვუპირისპირდები , უბრალოდ ჩემს სათქმელს ვამბობ , თანაც საკმაოდ რბილად , უფრო აგრესიულადაც შემიძლია მაგრამ ვეცადე თავი შემეკავებინა
        2) ფანატიზმი არ იკურნება , ფანატიზმი დაავადება არ არის , ფანატიზმი აზროვნების განუვითარებლობა და გაუნათლებლობის შედეგია , ფანატიზმს ზუსტად სასულიერო პირების ფანატიკური სწავლებები იწვევს , ფანატიზმს კი არა თუ დაპირისპირებაა საჭირო მის გამომწვევ მიზეზს უნდა დაუპირისპირდე , მაგრამ მე არ ვუპირისპირდები არაფერს , უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ , ვიცი მაინც ვერ გაიგებენ მაგრამ მაინც მინდა ვცადო
        კრიტიკა დაპირისპირება არ არის , კრიტიკა კარგის და ცუდის გამოვლენაში გვეხმარება

    • ჰოდა ზუსტადაც ინტიმური და პირადი რომ არის, მაგიტომ არ უნდა მოსდო მთელს ქვეყანას და ნახევარ მსოფლიოს, მითუმეტეს ფეისბუქით 🙂

  4. აუ ძალიან ვერ ვიტან ასეთ ფოტოებსშენ რომ ახსენე იმ წარწერებოთ. ვერ ვიტან მართლა ამ მარაზმს რომ აზიარებენ, საშინელი მარაზმია სიდებილეში გადასული.

      • შენს მკითხველს, ჩემი პოსტის სიტყვებით რომ ღაღადებს. მიხარია როცა ვინმე მეთანხმება ხოლმე =))

  5. 5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
    6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

    მათე

  6. yvelas ise swams rogocs swams,mtavaria gjerodis imis risic gwams.. online saswaulebi verafers ver shematebs d averc daaklebs martlmadideblobas.. tu ginda mironi modiodes saitebs.. martlmadidebluri eklesiis uzenaesobas da cheshmarit gmerts saswaulebi ar chirdeba,saswaulebi gvchirdeba chven rata davinaxot tu sad aris mizani da sad mivdivart chven 🙂

    • მართლმადიდებელი ეკლესია უზენაესია ? იგივეს იტყვის კათოლიკე რომ კათოლიკური ეკლესიაა უზენაესია ,

      “,saswaulebi gvchirdeba chven rata davinaxot tu sad aris mizani da sad mivdivart chven” – სასწაული არ სჭირდება რწმენას , მე თუ მჭირდება სასწაული იმაში დასარწმუნებლად რომ სწორ გზას ვადგავარ მაშინ რწმენაში მერყევი ვყოფილვარ , ბოლომდე არ მჯერა იმისი რა გზასაც ვადგავარ , ქრისტიანობა ნიშნავს რწმენას , და არა სასწაულების მომლოდინე მერყევი ადამიანის სიბრმავეს რომელსაც უბრალო ფოკუსიც კი სასწაული ჰგონია , ესე ერთ დროს იმასაც ვერ ხვდებოდნენ ილუზიონისტები რას აკეთებდნენ და ამას მაგიას ეძახდნენ , ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში , სასწაულებს ეძახდნენ , დარწმუნებული ვარ ისეთ მერყევ და საცოდავ ადამიანს რომელსაც სასწაული სჭირდება რომ რამის სწამდეს ამ ფოკუსების ნახვისას თაყვანისცემის ობიექტი შეეცვლება და ილუზიონისტს ღმერთად შერაცხავს ან მის უწყინარ ფოკუსს ბოროტ ძალებს მიაწერს ,

      „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20.29)

      • „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20.29) 😀 ase iwyeba es muxli, tomas eubneva.. morewmune uyav urwmuno nu iqnebi.. magas ityvis katolike rom uzenaesia da me davumtkiceb rom cdeba.. saswaulebi gvadzlierebs rwmenashi xolo brams uchvenebs gzas cheshmaritebisaken 🙂

      • “magas ityvis katolike rom uzenaesia da me davumtkiceb rom cdeba.. ” – რითი დაუმტკიცებ ? საკუთარ თავს მართლმადიდებელს რომ უწოდებთ იმითი ? თუ ეტყვი რომ მართლმადიდებლებს ბევრი წმინდანი ჰყავთ ? 🙂 თუ უხრწნელი წმინდანების სიმრავლით მოიწონებ თავს 🙂 ? (ჯერ ერთი – კათოლიკურ ეკლესიასაც ჰყავს ბევრი და სასწაულმოქმედი წმინდანი , მათ შორის წმინდანები უხრწნელი სხეულებით, მეორე – რა შეჯიბრს აწყობ ან რას ეჯიბრები , რას უმტკიცებთ ? ვინაა სწორი ? ორივე ქრისტიანები არიან , კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც , ეს ბავშვური შეჯიბრები ორივეს აკნინებს , და ამცირებს ) თავი სხვაზე მეტი რითი გგონია ? ეს უკვე ამპარტავნებაა , რაც ქრისტიანს არ შეეფერება 😉

      • chadon miwashi da naxe rogor ar dalpebian 😀 mase shen tu umtkiceb vigacas ar vici magram me saxarebit davumtkiceb… arsebobs erti gmerti,erti mrwamsi,erti cheshmariteba da ara ori.. arsebobs erti mama da ara ori.. arsebobs erti gza romelic upaltan migviyvans da ara ori.. me katolikeze da nebismier sxva shecdomilze magali var,mdidari var.. me martlmadidebeli var! es saamayoa.. dznelia magram aucilebeli 🙂 tu ginda gelaparakebi piradshi da gagirkvev ragac sakitxebs 😉

      • “me katolikeze da nebismier sxva shecdomilze magali var,mdidari var.. me martlmadidebeli var! es saamayoa” – და ამ სიტყვების მერე თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლი ? :facepalm: ამპარტავნება ჰქვია მაგას ,

        ამაზე რამე გსმენია ? – “უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა, რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა”(მთ. 18,3).

        ამპარტავნება – დროშა და საყვირია სატანისა.

        ჯერ ერთი არავისზე მეტი არ უნდა გეგონოს თავი იმის გამო რომ მართლმადიდებელი ხარ და მეორეც არც ხარ მეტი

        “ginda gelaparakebi piradshi da gagirkvev ragac sakitxebs” – ქრისტიანობის პრინციპები და სწავლება არ გესმის და რა უნდა მელაპარაკო შენ რელიგიაზე 😀

      • “უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა, რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა”(მთ. 18,3 citata gulismobs ara agmsareblobit agmatebulobas aramed ert agmsareblobashi myop adamianebs shoris umciresobas.. shen ar gesmis saxareba,ubralod wagikitxavs da ganmartebebi arad chagigdia,tavidan daiwye aba kitxva 😉

        ქრისტიანობის პრინციპები და სწავლება არ გესმის და რა უნდა მელაპარაკო შენ რელიგიაზე da amito vswavlob seminariashi? chaqli erti 😀 😀

      • ჯერ გაიაზრე რასთან დაკავშირებით მოგიყვანე ეგ ციტატა , ამპარტავნებაზე გელაპარაკებოდი მანდ 😉

        “da amito vswavlob seminariashi? ” – სემინარიაში სწავლა არ ნიშნავს ავტომატურად იყო ყველაფრის მცოდნე , ეგ სემინარია დამთავრა ბევრმა უტვინო და გაუნათლებელმა მღდელმა , ახლა ხალხს რომ მოძღვრავენ და სემიანარიაში ყოფნის დროს სწავლისთვის სად ეცალათ , ლოთობაში გაატარეს ის დრო (არ ვიცი შენ როგორ ხარ მაგრამ ამპარტავნება რომ გაქვს მოჭარბებული ეგ კი ვიცი )
        ბევრი რაღაც არ ვიცი , მაგრამ ზოგიერთებისგან განსხვავებით ვაღიარებ 😉 და არ ვიბრალებ რომ ვარ გულმხურვალე მართლმადიდებელი ქრისტიანი როცა ჩემი საქციელით და სიტყვებით საპირისპიროს ვამტკიცებ ( ანუ შენ 😉 )

      • ორივე ქრისტიანები არიან , კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც , Shen mgoni sityvebsac ver cnob.. katolite sayoveltaos nishnavs,martlmadidebeli-martlad madidebels,cheshmaritebis agmsarebels,xedav gansxvavebas mcired morwmunev? 🙂

      • ორთოდოქსი რომ დაირქვა ამ ეკლესიამ ეგ ერთადერთ სწორ გზას ნიშნავს ? 🙂

        ჩემთვის ერთი და იგივეა ორივე , ორივეს ერთნაირად სკეპტიკურად ვუყურებ , ერთნაირი ლამაზი ზღაპარია ყველა მითოლოგია ჩემთვის კეთილ ღმერთებზე , ფერიებზე , ანგელოზებზე , ელფებზე , მითოლოგიურ არსებებზე და ასე შემდეგ 🙂

      • e shen ra saxaareba da chesmariteba unda gelaparako isic ar ici sad xar 😀 😀 balze zixar da tyemals cham 😀 😀 me vwyvet shentan saubars,radgan ar ici romeli raa da cheshmariteba sadaa.. ორთოდოქსი- sityvebis codna ar nishnavs religiis codnas 😉

      • ბალზე არა ატამზე ვზივარ 😉 შენ შენი შეხედულება გაქვს და აზროვნება (მართალია კეთილი ღმერთების , ფერიების და ელფების გჯერა , კიდევ ალბათ ბოროტი ჯადოქრების და ასე შემდეგ , ჩემი აზრით ცხოვრება არ გესმის , ზღაპრების და მითოლოგიების გჯერა მაგრამ გჯეროდეს , ჩემი საქმე არაა ვინ იტყუებს თავს და ვინ არა 🙂 ) , მე ჩემი და ტყემალს შევჭამ თუ ბალს შენი საქმე არაა ეგ , წადი ისევ შენს სემინარიაში და ისწავლე დაბოლების ხელოვნება , მერე თუ კარგ კარიერას აიწყობ შენც გექნება დიდი ღიპი , ჯიპი , საეკლესიო ტიტულები , მრევლის სიყვარული და მამაო მამაოს ძახილს არ მოგაკლებენ 😀
        მართალი ხარ შეწყვიტე საუაბრი თორემ რაღა უნდა თქვა ? უკვე ისე შემოგაკლდა სიტყვები ბალზე და ტყემალზე გადახვედი , ის ამპარტავნული გამოხტომები რომ გქონდა მაინც ქრისტიანად თვლი თავს და სემინარიაში სწავლა ვერ გიშველის , აზროვნებაში გაქვს პრობლემა , თან დიდი პრობლემა 😉

      • eh,gmertma shegindos… :magram sanam mgvdlebze ra mes vityvit erti adgilebi movisijot xo ar gvibrujdeba da mere vilaparakot.. mgvdelze cudis mtqmeli cuds ambobs suliwmindaze cudis mtqmels ar vpatiob.. “edziebdit qristestvis sikvdilsa”

      • ამინ ! 😀
        ცუდის თქმა და დამსახურებული კრიტიკა სხვადასხვა რამეა 😉
        მეყოფა შენთან საუბარი , მგონი უკვე უაზროდ გაგვიგრძელდა ,
        წარმატებები ღვთისმეტყველებაში სათნო კაცო 😀

      • “suliwmindaze cudis mtqmels ar vpatiob.. “edziebdit qristestvis sikvdilsa”” – ჰმ….. მუქარაა ეს ? 😀
        პირადად როცა არ გეხებიან წყნარად უნდა იყო 😉
        ეძიებ სიკვდილს და ჰპოვებ თუ უმიზეზოდ ვინმეს რამეს მოსთხოვ 😉 ეს ისე , კეთილი რჩევა ჩემგან 🙂

  7. აი მართლაც რომ ზუსტი ხარ. სწორი მსჯელობაა და სრულიად გეთანხმები,ყველაფერში!

  8. ასეთ ფოტოსურათებს და შესაბამის სტატუსებს ისევე არაფერი ესაქმებათ ჭეშმარიტ რწმენასთან, როგორც მესიჯით აღსარების ჩამბარებელ–მიმბარებლებს. პოსტი ბოლოს სხვა მხარეს წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გეთანხმები, მაინც უნდა ავღნიშნო, რომ, მხოლოდ გარეგნული მხარით ვერავისზე იმსჯელებ, განსაკუთრებით თუ გავიხსნებთ, რომ თვით მოციქულების უმეტესობა გაუნთლებელი და უბირი ხალხი იყო, მოსეს კი ორი სიტყვის გადაბმაც არ შეეძლო – :მაგათრაუნდაექადაგათსმაილი:
    შეგნებული, განათლებული და ინტელექტუალური ადამიანი არასდროს იქნება არც ბრმა/ფანატიკოსი მორწმუნე და არც “მოდური” ათეისტი 🙂
    მედალს ორი მხარე რომ აქვს, აუცილებლად მეორე მხრიდან არ უნდა ვუყუროთ 🙂

  9. ბოლოს აღსარებას skype-ით ჩააბარებენ 🙂 ვაი ვაივაი… რა გვეშველება?! გულში ირწმუნონ და არა გაზიარებით!

  10. Pingback: სამოთხის კარიბჭე მომავალ წლამდე დაიკეტა :( | Georgian Dreamer

  11. ყველაფერში გეთანხმები თითქმის. ტექნოლოგიების ათვისებაცაა და ტექნოლოგიების ათვისებაც))) ის რასაც შენ ამბობ.. რომ ლოცვებიც იკითხება, სანთლის ვირტუალურად ანთებაც შეიძლებაო და ა.შ. მართლა ფანატიზმი და სისულელეა, მაგრამ ის რომ საეკლესიო საიტები არსებობს არამგონია ცუდი იყოს, რადგან საჭირო ინფორმაციას გვაძლევს და სიახლეებც გვამცნობს. ასეც იმიტომ ხდება რომ ხალხის უმეტესობა დღეს ინტერნეტთანაა მიჯაჭვული და მაგან გამოიწვია ის ყველაფერი. თუმცა რა თქმა უნდა ზომიერება ყველაფერში საჭიროა.. ფანატიკოსი მორწმუნეები კი ჩემთვისაც გამაღიზიანებელი და სასაცილოც კია. “გააზიარე თუ გინდა სამოთხეში მოხვდეო”.. ამას რომ კაცი დაწერს გაგეცინება აბა რა იქნება.. მაგრამ “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” ..

    • “ზომიერება ყველაფერში საჭიროა” – ზუსტად ამ ზომიერებას რომ იცავდეს ვინმე ესე არ იქნებოდა 🙂 მაგრამ ამ ხალხს ბუნებრივად აქვს სწრაფვა ერთმანეთს შეეჯიბროს , უფრო მორწმუნე გამოჩნდეს (გავიხსენთო წინა საუკუნეში როგორ იყო – საბჭოთა კავშირის დროს ყველა რომ ცდილობდა რაც შეიძლება ურწმუნო გამოჩენილიყო 🙂 ) ქართული (არამარტო ქართული) საზოგადოება ცდილობს ვიღაცას გაეჯიბროს , უკეთესი გამოჩნდეს და გაუაზრებლად აკეთებს ყველაფერს

  12. შეიძლება არის ამ პოსტში რაღაც სიამრთლის მარცვალი, თუმცა მაინც არასწორად და მკრეხელურად დაწერილი მგონია. დაე ყველამ თვითონ განსაჯოს და გადაწყვიტოს როგორი ცხოვრებით იცხოვროს, შენ კი ნუ მოუწოდებ ხალხს ეკლესიის მიმართ გულის აცრუებისკენ. შეიძლება შენ არ მოგეწონა ვინმე “ჯიპიანი-ღიპიანი” მამოს რჩევა, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ერთ ქვაბში უნდა მოხარშო. უღირსები ყველგან არიან და ამას უფალიც ამბობს რომ თუ ვინმე, თუნდაც სასულიერო პირი, რაიმე უღირსისკენ მიგვითითებს განვერიდოთ მას. არასოდეს მოუხვევია ჩემს მოძღვარს ჩემთვის რაიმე აზრი, ყოველთვის ერთი საკითხის ორი მხარე უჩვენებია და უთქვამს რომ ღმერთმა იმიტომ შეგვმნა თვის ხატებად და მოგვანიჭა თვისუფალი გონება რომ თვითონ ავირჩიოთ რა გზას გავყვეთ. შენი პოსტი სინდისის მართლებას ჰგავს, თითქოს გიდნა მეტი მიმდევარი გაუჩნდეს შენს აზრს, გაამართლო შენი გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და ა.შ. პასუხისმგებლობის გრძნობა გინდა მოიხსნა??? მოიხსენი ოღონდ ამაში სხვას ნუ გარევ. ცოდვაში ნუ ჩადგამ ფეხს. ყველამ თვითონ გადაწყვიტოს როგორი ცხოვრება უნდა, ვისი საქციელი იყოს მისთვის მიუღებელი და ვისი უნდა რომ სწამდეს. ნუ განიკითხავ. 🙂 დამიჯერე შენც რომ განგიკითხონ ბევრად მეტი მინუსი ჩამოიწერება..
    რაც შეეხება ტექნოლოგიების განვითარებას, ყვლაფერი და მათ შორის ტექნოლოგიაც უნდა გამოვიყენოთ სასიკეთო მხრივ. ბერებს და მღვდლებს რომ მანქანები არ ჰყავდეთ, პატრიარქის ხმა რომ ათასში ერთხელ მაინც არ გვესმოდეს ტელევიზიითა და ინტერნეტით მითხარი რამდენად დავშორდებოდით უფალს?? ისედაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცივილიზაციის მიერ მოტანილი ათასი გარყვნილებაა. დიახ უდნა ჰყავდეთ ჯიპები, რომ საუკუნეებს არ ანდომებდნენ ვენამდე მოსვლას, როცა მათი დახმარება ძლიერ გვჭირდება. დიახ უნდა იყოს საეკლესიო ვებ გვერდები, რადგან როცა მოუცლელობის გამო თვს ვიმართლებთ ეკლესიაში წაუსვლელობით ინტერნეტში მიანც გადავავლოთ თვალი ამა თუ იმ ქადაგებას.
    რაც შეეხება თხოვნებს გგაზიარების გარეშე ბევრჯერ ამივლია გვერდი და ამისთვის არავის რჩევა არ დამჭირვებია. ბევრიჯერ მომსვლია სმს ტითქოს პატრიარქი ძლიერაა ავად, ოპერაციას იკეთებს და რაღაც ლოცვა უნდა გავაშიარო, როცა რამდენიმე წამის წინ პირდადად მინახავს პატრიარქი წირვის ჩატარებისას.. სამწუხაროდ ბევრია ისეთი ვინც ეკლესიის სახელით მაიპულირებს. ამ ყველაფერს თითოეულმა ჩვენგანმა ნათელი გონებით უნდა შევხედოთ.

    • “თუმცა მაინც არასწორად და მკრეხელურად დაწერილი მგონია” – არასწორი რა ვთქვი ? შენ სწორად მიგაჩნია ამ ფოტოზე აღბეჭდილი ხელნაკეთი სასწაულების გაზიარებები და ეს მარაზმი რასაც ონლაინ მორწმუნეობა ჰქვია ? ალბათ შენც ასე იქცევი 🙂

      ყველა თვითონ წყევტს როგორ მოიქცეს , მე უბრალოდ ჩემს პირად ბლოგზე ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირე , ვისაც უნდა გაიზიარებს და ვისაც არ უნდა ყურადღებას არ მიაქცევს 😉

      ” უღირსები ყველგან არიან” – ღირსეულებს თითებზე ჩამოითვლი 😉 სასულიერო პირებსა თუ მორწმუნეებს შორის

      “შენი პოსტი სინდისის მართლებას ჰგავ” – სინდისის მართლება კი არა კრიტიკაა 😉 ფანატიკოსი ცხვრების კრიტიკა 😉

      “თითქოს გიდნა მეტი მიმდევარი გაუჩნდეს შენს აზრს” –მიმდევარი გამომიჩნდეს რა , ახალ რელიგიას კი არ ვქადაგებ 😀

      ” გაამართლო შენი გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და ა.შ. პასუხისმგებლობის გრძნობა გინდა მოიხსნა?” –გულგრილი დამოკიდებულება კი არა კრიტიკული დამოკიდებულება 😉 პასუხისმგებლობა რისგან უნდა მოვიხსნა ?

      “დამიჯერე შენც რომ განგიკითხონ ბევრად მეტი მინუსი ჩამოიწერება” – შენ განკითხვა დაარქვი თუ გინდა მაგრამ ისე კრიტიკა ჰქვია მაგას 😉
      მე რომ გამაკრიტიკოს ვინმემ ,თუ ეს კრიტიკა ჯანსაღია , ნორმალურად მივიღებ და რამეს არასწორად თუ ვაკეთებ ვეცდები გამოვასწორო ,
      ვაღიარებ , ბევრი მინუსი მაქვს , მაგრამ მე არ ვარ სულიერი ლიდერი , მე არ ვმართავ მასებს , მე არ ვქადაგებ , არავის ჩავაგონებ აზრებს , სასულიერო პირს ორმაგად მოეთხოვება რომ არ ჰქონდეს ეს მინუსები , მას ადამიანები ბაძავენ და მის მითითბულ გზას მიჰყვებიან

      • არასდროს უთხოვია ჩემს მოძღვასრს მისთვის მიმებაძა. და ნუ დაგავიწდება რომ სასულიერო პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჰყავთ ოჯახები და ისინიც სცოდავენ. უფალს რომ უცოდველი პირი (ანგელოზი) გამოეგზავნა ჩვენთვის აღსარების ჩასაბარებლად ვერავინ გავბედავდით მასთან მისვლას და საუბარს, იმდენად შეგვრცხვებოდა ჩვენი ცოდვების. როცა მე მოძღვარს აღსარებას ვაბარებ არ მცხვენია რამის დამალვის, იმიტომ რომ ვიცი ისიც აქვეყნიური, მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს და შეუძლია გამიგოს თუ რაოდენ ადვილად შეიძლება შეცდეს ადამიანი. მე კიდევ არ მითქვამს რომ ყველაფერში არ გეთანხმები, თუმცა არ მიმაჩნია საჭიროდ ხმამაღლა ვაკრიტიკო მღვდლები. ვიზეც ჩავთვლი რომ უღირსია მას არასდროს ვკითხავ რჩევას და მორჩა. ვინმე რომ გააკრიტიკო შენ მასზე მეტი უდნა გქონდეს გაკეთებული, მე კი ეჩვი მეპარება რომელიმე მღვდელზე მეტი ღვაწლი მქონდეს, თუნდაც სულიერების ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი იყოს. 🙂

      • “ვინმე რომ გააკრიტიკო შენ მასზე მეტი უდნა გქონდეს გაკეთებული” – ესე არავინ არავის არ გააკრიტიკებს მაშინ 🙂
        მინდა და ვაკრიტიკებ , არასწორად მიმაჩნია და ვაკრტიკებ , შეგიძლია დამეთანხმო , შეგიძლია არა
        ჩემი აზრია უბრალოდ , რომელსაც გამოვხატავ , არ გინდა არ მოისმენ , არ წაიკითხავ , ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის აზრით არის გასაკრიტიკებელი და ვაკრიტიკებ

      • თუ არ წავიკითხე როგრო გავიგებ საერთოდ რას წერ, და რას აკრიტიკებ 🙂

  13. რაღაცის გაზიარებით მორწმუნეობის გამოხატვას ვერც მე ვიტან მაგრამ ყველაფერში ვერ დაგეთანხმები. უბრალოდ არ მესმის რატომ გგონია რომ “ღიპიანი მამაოები” არაფერს აკეთებენ ამ ყველაფრის აღსაკვეთად? ან საერთოდ რატომ უნდა სტუმრობდნენ facebook-ს და რატომ უნდა ათვალიერებდნენ ასეთ რაღაცეებს. ამ ყველაფერს უბრალო ხალხი აკეთებს და არა მოძღვარი (თუმცა არც ამ ხალხს ვამართლებ!). ვიცი, არსებობენ ისეთი “მოძღვრები” ვინც განკვეთილნი არიან, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებენ “მოღვაწეობას”. სხვა მოძღვრებმა კი რა დაგიშავეს არ მესმის :)))

    • P.S “indigosbavshvebi”-ს კომენტარს 100%-ით ვეთანხმები :))

    • სასულიერო პირებიც ჩვეულებრივად იყენებენ სოციალურ ქსელებს 😉

      “ან საერთოდ რატომ უნდა სტუმრობდნენ facebook-ს”– და რატომ არა ? ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და რა ? დანაშაულია რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები იყვნენ ? 🙂
      უნდა ათვალიერებდნენ სოციალურ ქსელებსაც და საერთოდ ყურადღებას უნდა აქცევდნენ საკუთრ მრევლს , დღეს რომ დამოძღვრავს და უქადაგებს ხვალ სად წავა და ღვთის და ქრისტიანობის სახელით რას გააკეთებს მორიგი უტვინო ფანატიკოსი

      • “ან საერთოდ რატომ უნდა სტუმრობდნენ facebook-ს’ -ში ის ვიგულისხმე, რომ არამგონია მაგისთვის დრო ქონდეთ 🙂 თუ რაცაა 🙂 გეთანხმები, ყურადღებას ნამდვილად უნდა აქცევდნენ (და რა იცი, რომ არ აქცევენ? 😀 ) მოკლედ, შენი ბლოგი ძალიან მომწონს, ამიტომ ვეცდები შენთან რელიგიაზე არ ვილაპარაკო, თორემ კამათი არ მინდა 🙂 ^^ 😉

      • “არამგონია მაგისთვის დრო ქონდეთ” – მიუხედავად სასულიერო პირების(უმრავლესობის) მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა , გეტყვი რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან , სოციალურ ქსელებშიც არიან დარეგისტრირებული და ტელევიზორსაც უყურებენ და ასე შემდეგ , და რატომაც არა ? მათ არ ჭირდებათ ეს ყველაფერი ?

        “და რა იცი, რომ არ აქცევენ?” – აჰა და ნახე საკუთრი თვალით ქართველი მრევლის “ღვთისმოსავობაში” , “კაცთმოყვარეობაში” და ზნეობრივ “სისპეტაკეში”
        http://www.facebook.com/pages/me-ar-miyvars-chemi-patriarqi/115190391851856?filter=2

        ესეთ ადამიანებს რომ ვინმე ყურადღებას აქცევდეს(მშობლები ,თუნდაც მოძღვარი ) და საერთოდ რამეს ეუბნებოდეს ქრისტიანობაზე , ესე დაიწყებდნენ გინებას ? ქრისტიანობის დასაცავად უნდა იგინო ? ეგ იგივეა ბუნების დაცვას ცდილობდე და ხეების მოჭრა დაიწყო ,
        მართალია გვერდი არის პროვოკაციული , გამომწვევი და ჩემი აზრით არ უნდა არსებობდეს მაგრამ ადამიანი საკუთარ აზრს გამოხატავს , არავის შეურაცხყოფას არ აყენებს და ვისი საქმეა ვის ვინ უყვარს და ვინ არა ? მაგრამ ეს “ყველაზე ძერსკები და მორწმუნეეები” შედიან და მკვდარს და ცოცხალს აგინებენ იმათ ვისაც უბრალოდ არ უყვარს კონკრეტული ადამიანი

        “ოკლედ, შენი ბლოგი ძალიან მომწონს, ამიტომ ვეცდები შენთან რელიგიაზე არ ვილაპარაკო, თორემ კამათი არ მინდა ” – მადლობა რომ მოგეწონა 🙂 და დავასრულოთ მაშინ რელიგიაზე საუბარი 🙂

      • ვსიო, თემა დაიხურა XD ^^

    • კარგი, თუ შეგიძლია დისკუსიაში ლანძღვა – გინების გარეშე შემოსვლა და არგუმენტების დადება რაც დაამტკიცებს რომ მე სისულელეს ვამბობ და შენ მართალი ხარ, მე დაგეთანხმები და ბოდიშს მოვიხდი.

      მითხარი ერთი სასწაულიც კი რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის, შეგიძლია ?

    • ესეთი რაღაცეების ვისაც სჯერა და სწამს იმათ კი, მაგრად ასლოკინებთ, თან + საკუთარი რელიგიაც არ იციან, არ იციან კი არა გარტყმაში არ არიან 😀

Leave a comment